ჩემ შესახებ

მე დაჩი მქვია. გვარად გრძელიშვილი ვარ, პროფესიით ჟურნალისტი. მყავს მეუღლე, ირმა და შვილები: ნიკოლოზა, თამარი, ხარება, ანდრია, კრავაი. მშვიდობიანი ხალხი ვართ. ხან გვიჭირს, ხან გვილხინს და მხიარულად ვცხოვრობთ.  აქამდე გაზეთშიც ვმუშაობდი, ტელევიზიაშიც, რადიოშიც. ერთი ეს ბლოგერობა არ ვიცოდი რა იყო და აქაც „გავყავი თავი“. საინტერესო ყოფილა, მგონი. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თქვენ, სტუმრები რას ფიქრობთ. ერთი გამოცდილი ბლოგერის რჩევებში წავიკითხე, მოკლედ უნდა აღწერო, შენი ბლოგი რაზეაო. იმაზეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მაინტერესებს: ბავშვებზე, მოგაზურობაზე, ფოტოგრაფიაზე, კარგ ადამიანებზე, ჯიგრობაზე, გაგებაზე და სიყვარულზე. ოღონდ დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგზე „ორმხრივი მოძრაობა“ იქნება – ანუ, მხოლოდ მე კი არ მოვყვები ხოლმე რაღაცეებს, აქეთაც წავიკითხავ და გავიგებ თქვენს დაწერილს. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დაჩის ბლოგზე და გიცხადებთ დაუძინებელ მეგობრობას! :)  

მკითხველის კომენტარი
  1. გილოცავ დაჩი ქართველ ბლოგერთა არმიაში მოსვლას :) საინტერესო თემატიკას და ბევრ მკითხველს გისურვებ…

    მომწონს შენი წერის და სიუჟეტში საუბრის სტილი… რაღაცნაირი სახალისოა :)

    შენს ბლოგს “Blogroll” განყოფილება აკლია. ეგ ის განყოფილებაა, სადაც მეგობარი ბლოგების სია იწერება. ბლოგერები სწორედ მათი საშუალებით ხვდებიან ერთმანეთის ბლოგებზე… გირჩევ შენც გააკეთო. ამით მკითხველსაც მოიზიდავ და შენც უფრო ცნობადი გახდები ქართულ ბლოგოსფეროში.

    ჩემი ბლოგია “მაღალი მატერია” http://samecniero.net.

    ხომ იცი, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება მივიწყებულია; არადა თუ დამიჯერებ ნამდვილად არის კონტიგენტი, რომელიც სიამოვნებით ეცნობა პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო სტატიებს. (ჩემი ბლოგის შიდა მთვლელი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად ბლოგს საშუალოდ 15-20 ადამიანი სტუმრობს).

    მოკლედ ვცდილობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზებას :)

    კვირისპალიტრასაც კი დავუკავშირდი ადრე – თქვენს გაზეთში თითქმის ყველა თემატიკაზეა სტატიები, მეცნიერების გარდა-მეთქი; შემიძლია პოპულარულ ენაზე მოგაწოდოთ მეთქი სტატიები… მაგრამ არავინ შემეხმიანა. ნეტავ რატომ? დასანანია… არადა კვირისპალიტრას მოუხდებოდა სამეცნიერო სტატიები, თანაც ამ თემატიკასაც ხომ ყავს თავისი მკითხველი?

    მოკლედ ასე… გააგრძელე ბლოგერობა, საინტერესო საქმეა :)

    თუ სურვილი გექნება, შეგიძლია ქართველ ბლოგერთა ჯგუფსაც შეუერთდე FB-ზე: http://www.facebook.com/group.php?gid=87421438898&ref=search&sid=100000262197547.3997787390..1

    მოკლედ, წარმატებები! :)

  2. dachi

    დიიდი მადლობა გულწრფელი სურვილებისა და რაც მთავარია, რჩევებისთვის – აუცილებლად გავითვალისწინებ. საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო საქმისთვის მოგიკიდია ხელი. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ელემენტარული ჭეშმარიტების მტკიცება გვიხდება _ თუნდაც,მეცნიერების საჭიროებასთან დაკავშირებით… ასეთი რამეებით პალიტრა, როგორც წესი ინტერესდება ხოლმე, შესაძლოა, რაღაც დისკომუნიკაციას ჰქონდეს ადგილი. ახლა ჯერ შენს ბლოგს ვესტუმრები, ორშაბათს კი პალიტრასთან კომუნიკაციის აღდგენაში დაგეხმარები :)
    აბა ჰე,აბა ჰო!

  3. ok დაჩი :) ძალიან კარგი იქნება…

    მე ჩაგამატე ჩემთან ბლოგროლში ;)

  4. ვინცხა

    გილოცავ დაჩი ქართველი ბლოგერების არმიაში ჩართვას
    ერთ-ერთი ხარ იმ იმედის ჟურნალისტებისგან ვისაც სინდისი შერჩა

  5. dachi

    გაიხარე და გამრავლდი, ჩემო “ვინცხა”! :)

  6. ბლოგი არ მაქ მაგრამ, რაგაც მესმის, მეც გილოცავვ : ) კაია კაი ადამინი ხარ : )

  7. სალამი დაჩი. აი ამ კვირას ბოლოჯერ (!) ვაპირებ კვირისპალიტრასთან დაკავშირებას :) უნდა დავრეკო, თორემ მეილს მგონი არც კითხულობენ :/ ( ყოველშემთხვევაში იმ მეილს, გაზეთის ბოლო გვერდზე რომ არის მითითებული :) )

    იმედი მაქვს მეცნიერებისადმი ინტერესი არ დაკარგულა და იმასაც ხვდებიან რომ მეცნიერება (თუნდაც დაბალ დონეზე დასაწყისისათვის), ქვეყნის სწორი განვითარებისათვის, აუცილებელია….

    რას მირჩევ, პირდაპირ რედაქციაში დავრეკო, თუ ვინმე კონკრეტულ პიროვნებას დავუკავშირდე?

  8. ქაჯანა

    ძალიან მომწონდა ტელევიზიაში რომ გხედავდი ისე ეხა კი აღარც “იმედს”ვუყურებ.მაგარი ხარ ძაან(y)(y)(y)(y)

  9. dachi

    ლუკა, ფოსტა ნახე.

  10. dachi

    გაიხარე და გამრავლდი, ქაჯანა :) ) მაგარი სახელი შეგირჩევია, ღმერთმანი :) ))

  11. TAMARI

    დაჩი, ღმერთმა სიკეთე მოგცეს შენს ოჯახთან ერთად!…

  12. ძალიან ვისიამოვნე შენი პოსტების წაკითხვისას :) ჩაგამატებ აუცილებლად!

  13. უიჰჰ, ახლა ვნახე პირველად ეს ბლოგი და უკვე ვიცი რომ ხშირად ვნახავ ხოლმე :)

  14. კნუტი

    ყოველთვის მომწონდა შენი სიუჟეტები :)
    იმედია ბლოგის ასეთივე კარგი იქნება :) )
    გილოცავ ბლოგერთა არმიას შემატებას ))

  15. პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"

    დაჩი, ღმერთმა გაგიზარდოს! ძალიან მიხარია, რომ მრავალშვილიანი მამა ხარ, თანაც კარგი შვილების კარგი მამა! შენნაირებმა უნდა იმრავლონ საქართველოში, აბა რა!
    “ასი წელია” არ მინახიხარ. იმედია, მალე “პროვოკატორის” ბლოგშიც შევძლებთ ურთიერთობას.

  16. dachi

    შენს პრავაკაციებზე მძველებურად ვხალისობ. სად დეიკარგე ბოშო?

  17. პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"

    ჰო, რა ვიცი, დავიკარგე… მაგრამ მიპოვნეს… ზაფხულის ბოლოდან ისევ მე “ვპროვოკატორობ” – მე შენ გეტყვი და ვერ ნახავ ამ ქვეყანაში საკბილოს…

  18. ვა, რა სასიამოვნო ბლოგი გაქვს დაჩი <3

    შემოვედი და დავრჩი <3

  19. დიანა

    უმაგრესი ჟურნალისტი ხარ,ობიექტური და საინტერესო, ყოველთვის მომწონდა შენი გაკეთებული სიუჟეტები დროებაში რაღაც შენი, განსხვავებული სტილი გაქვს და სხვებისგან გამორჩეული ხარ.

  20. dachi

    გაიხარე, მადლობის მეტი რა მეთქმის :) )

  21. ქაჯანა

    :) :):):D მადლობ:D

  22. დაჩი როგორ ხარ? ბლოგი ბურგუნდიული ღვინო არ გეგონოს.. ბლოგს დაძველება არ უხდება, სულ განახლება უნდა :) დაწერე რამე, შენებურ სახალისო სტილში, ხომ ხედავ, უამრავი მკითხველი გელოდება :)

  23. TV-man

    დაჩი, თქენი პროფესიონალიზმით და ადამიანურობით მოხიბლული ვარ! რადიოში კი გისმენდით ხოლმე (ახლა ვეღარ ვახერხებ), მაგრამ ტელევიზიაში რაიმე საავტორო გადაცემა არ გექნებათ? მოსაბეზრებელია უკვე ერთიდაიგივე ხალხის ყურება ერთიდაიგივე თემატიკის და შინაარსის გადაცემებით. ქართულ ტელევიზიას რაღაც ახალი ჭირდება.

  24. მალხაზ ჩიკაშუა

    დაჩი გამარჯობა.მე ადამიანი ვარ და მინდა რომ(მძიმე ვერ ვიხმარე)მეც მეკითხებოდნენ ამ ქვეყანაში რაღაცას.რატომაა იგნორირებული მოქალაქეების აზრი ყოველთვის? რამდენი წელია პირდაპირ ეთერში ვეღარ ვრეკავთ,მიუხედავად იმისა გვათქმევინებენ თუ არა?რატო ვისმენთ გაურკვეველი “ექსპერტების”გაუთავებელ დარიგებებს,როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ? მე უბრალო ქართველი (თუნდ სუბიექტური), თქვენი მხარდაჭერით მოვითხოვ მათქმევინოთ “რაღაც”,რისიც ხელისუფალთ–არ მინდა სახელმწიფო ვახსნო–ეშინია.მე მოქალაქე ვარ და ჩემი მოშიშარი სახელმწიფო ჩემი შვილებისთვის არაა.მე ოთხი შვილი მყავს,მათ ქართველობას ვასწავლი.მჯერა ისწავლიან როგორ გახდნენ ადამიანები.
    მინდოდა “პროვაკატორს”გამოვხმიანებოდი და გავკარი პედარასტებს,თუმც არა,ეს ხომ მაგათ ძალიან გაუხარდებათ…

  25. გიორგი

    გაგახაროს ღმერთმა.

  26. მარტინ იდენი

    გამარჯობა, დაჩი! ძალიან მიხარია, რომ შენთვის რამის მოწერა შემიძლია და იმის თქმა, როგორ გაფასებ როგორც ჟურნალისტს და როგორც პიროვნებას. დაჩი გრძელიშვილი პირველად ,,დროებაში” ,,აღმოვაჩინე” და მისი რეპორტაჟების მაღალმა პროფესიონალიზმმა მომხიბლა, მერე კი კვირის პალიტრაში. დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც აკეთებ და სულიერების, ადამიანობის, ადამიანური ფასეულობების სადარაჯოზე დგახარ. მკითხველსა თუ მაყურებელს ძალიან უყვარხარ. ღმერთმა დაგლოცოს!

დამიტოვეთ კომენტარი