კატეგორია - პატარა ადამიანები

… ზოგჯერ, ათი-თხუთმეტი წუთი გალენჩებული ვუყურებ ხოლმე, როგორ თამაშობენ კრავაი და ანდრია და ბრიყვული ნეტარებით ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასაცილო ბავშვები მყავს. მათ შესახებ ყველაფერს ვაგროვებ – გამონათქვამებს, ფოტოებს, ვიდეოებს… ყველაფერს გაგიზიარებთ და იცით, რატომ? – ათასნაირი ენერგიის წყარო არსებობს _ ატომურიო, ჰიდროო, ქარიო, წყალიო… ბავშვისას ვერაფერი შეედრება. ნუ, მხოლოდ მზე თუ შეიძლება შეადარო. არ გჯერათ? – თქვენ თუ არ გყავთ, ხომ ეყოლება ვინმეს მახლობლად ბავშვი – მეზობელს, ნათესავს… სთხოვეთ და მძინარე პატარას სულ ხუთი წუთი, გულისყურით დააკვირდით. მალევე იგრძნობთ, როგორ თბებით შიგნიდან დაუძლეველი და კეთილი ძალით, როგორ მშვიდდებით და როგორ ძლიერდებით. სცადეთ – სიტყვაზე ნუ მენდობთ…

 

ნიკოლოზა ახლა დიდი კაცია _ 12 წლისაა და და-ძმაზე სრული მეურვეობა აქვს ნატვირთი. უნდა ითქვას, რომ საქმეს სერიზულადაც უდგება. ხშირად წუხს ხოლმე მათ ცელქობაზე. თუმცა პატარაობაში თვითონაც არანაკლები ყალთაბანდი იყო – ასე განსაჯეთ, მისი გამონათქვამების აღნისხვასაც კი ვაწარმოებდით… დრო და დრო შემოგთავაზებთ ხოლმე მარგალიტებს ციკლიდან „ნიკუშას ამბები“. ვფიქრობ, სახალისო იქნება. თუ ამ თემას ტრადიციის ფორმას მივცემთ და თქვენ თქვენი „ნიკუშების“ ამბებს დადებთ, კიდევ უფრო კარგი და საინტერესო :)