ნიკოლოზა ახლა დიდი კაცია _ 12 წლისაა და და-ძმაზე სრული მეურვეობა აქვს ნატვირთი. უნდა ითქვას, რომ საქმეს სერიზულადაც უდგება. ხშირად წუხს ხოლმე მათ ცელქობაზე. თუმცა პატარაობაში თვითონაც არანაკლები ყალთაბანდი იყო – ასე განსაჯეთ, მისი გამონათქვამების აღნისხვასაც კი ვაწარმოებდით… დრო და დრო შემოგთავაზებთ ხოლმე მარგალიტებს ციკლიდან „ნიკუშას ამბები“. ვფიქრობ, სახალისო იქნება. თუ ამ თემას ტრადიციის ფორმას მივცემთ და თქვენ თქვენი „ნიკუშების“ ამბებს დადებთ, კიდევ უფრო კარგი და საინტერესო
ერთხელ ნიკუშამ ჩვენი მეზობელი, სოსო ხმალაძე დაინახა. მისი გვარი ვეღარ გაიხსენა და თქვა, სოსო მაკრატელიძემ ჩაიარაო.
* * *
ნიკუშამ მზის სათვალე გაიკეთა და მამამის უთხრა, მამიკო, იცი, აქედან ზანგად ჩანხარო.
* * *
ერთხელ ნიკუშას და მამამისს გვიან მოუხდათ სახლში დაბრუნება. ერთმა `მარშუტკამ~ არ გააჩერა, მეორე რომ გამოჩნდა, მამამ ბრაზიანად ჩაილაპარაკა, შენ მაინც გააჩერე, შე კაზიოლოო.
„მარშუტკაში“ რომ ჩასხდნენ, ნიკუშა ხმამაღლა კითხულობს:
- მამიკო, ამ „მარშუტკას“ კაზიოლი ქვია?
- არა, უპასუხა დიალოგის მოსალოდნელი განვითარებით დაბნეულმა მამამ.
- აბა შენ რომ თქვი, გააჩერე, კაზიოლოვო?!
დამიმეგობრდით!
მომწერეთ!

ბოლო ისტორიის გაგრძელება მაინტერესებს. როგორ დასრულდა დიალოგი?
2 წლის იყო დათი, როცა ვუთხარი: დე, ჩემი იმედი ხარ-მეთქი… თვითონ ცოტა ხანში ჩამეხუტა და მითხრა: შენ ჩემი რუსთავი 2- ხარო