ბავშვები-პატარა ადამიანები…

… ზოგჯერ, ათი-თხუთმეტი წუთი გალენჩებული ვუყურებ ხოლმე, როგორ თამაშობენ კრავაი და ანდრია და ბრიყვული ნეტარებით ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასაცილო ბავშვები მყავს. მათ შესახებ ყველაფერს ვაგროვებ – გამონათქვამებს, ფოტოებს, ვიდეოებს… ყველაფერს გაგიზიარებთ და იცით, რატომ? – ათასნაირი ენერგიის წყარო არსებობს _ ატომურიო, ჰიდროო, ქარიო, წყალიო… ბავშვისას ვერაფერი შეედრება. ნუ, მხოლოდ მზე თუ შეიძლება შეადარო. არ გჯერათ? – თქვენ თუ არ გყავთ, ხომ ეყოლება ვინმეს მახლობლად ბავშვი – მეზობელს, ნათესავს… სთხოვეთ და მძინარე პატარას სულ ხუთი წუთი, გულისყურით დააკვირდით. მალევე იგრძნობთ, როგორ თბებით შიგნიდან დაუძლეველი და კეთილი ძალით, როგორ მშვიდდებით და როგორ ძლიერდებით. სცადეთ – სიტყვაზე ნუ მენდობთ…

 

იმ დღეს დიდი ამბავი ატყდა – ანდრიამ თითი გაიჭრა. სპირტით მოწმენდა იყო საჭირო რაც, მოგეხსენებათ მტკივნეულია და ანდრია ვერაფრით დავითანხმეთ. ბოლოს საქმეში კრავაი ჩაერთო და ანდრუჩას თითი ბოლომდე ბეჯითად ეჭირა. ხმა აღარც ანდრიას ამოუღია – კრავაის ხათრით. თან, ამხელა კაცი ორი წლის ბავშვთან ხომ არ იტირებდა :)

მკითხველის კომენტარი
  1. მერაბ მეტრეველი

    “მძინარე პატარას სულ ხუთი წუთი, გულისყურით დააკვირდით. მალევე იგრძნობთ, როგორ თბებით შიგნიდან დაუძლეველი და კეთილი ძალით, როგორ მშვიდდებით და როგორ ძლიერდებით. სცადეთ – სიტყვაზე ნუ მენდობთ…”

    ოქროს სიტყვებია. უკვე ერთი წელია და ოთხნახევარი თვეა მაგას ვაკეთებ ყოველდღე,ძალიან მაგრია.

  2. dachi

    გაიხარე ჩემო მერაბ, კაი კაცი ხარ შენ…

  3. ანდრო ჭილაია

    მართალია ჯერ არ მხვდა წილად ასეთი ბედნიერება მარა წარმომიდგენია :) ღმერთა ჯანმრთელები და ბედნიერები გაგიზარდოს !!! :) ))

  4. dachi

    გაიხარე და გამრავლდიიიი !!!

  5. ქაჯანა

    ნეტა ყველა თქვენნაირი მამა იყოს:(

  6. თინიკო

    “მძინარე პატარას სულ ხუთი წუთი, გულისყურით დააკვირდით. მალევე იგრძნობთ, როგორ თბებით შიგნიდან დაუძლეველი და კეთილი ძალით, როგორ მშვიდდებით და როგორ ძლიერდებით.”

    გენიალურია. საოცრად ზუსტად გადმოეცით ის შეგრძნება, რაც მძინარე პატარების ყურებისას მეუფლება. გმადლობ.

  7. ნენე სოხაძე

    დაჩი, მე ძალიან მიყვარხართ ,როგორც ჟურნალისტი -თქვენი ჭირისუფლობით ჩვენი გაჭირებული სამშობლოსი, თქვენი ქართულით და ადექვატური ცნებებით, რომელიც ნათლად გადმოსცემს რეალობას და რაც მთავარია , თქვენი პატიოსნებითა და დიდი პასუხისმგებლობით, როგორც პროფესიონალისა…
    ვიცი, რომ ბევრი შვილები გყავთ და ესეც ადასტურებს თქვენს კაი-კაცობასა და პასუხისმგებლობას ერისა და ოჯახის მიმართ.
    ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, კიდევ უფრო გაგამრავლოთ და მიმდევრებიც გაგიმრავლოთ…

  8. dachi

    მადლობა, ნენე, ამდენი კარგი სიტყვა რომ არ დაიშურე. ახლა, რა დაგიმალო და წაკითხვა კი მესიამოვნა, მაგრამ რომ არ ვიმსახურებ? :) ))

  9. dachi

    პ.ს. ძალიან ლამაზი სახელი გაქვთ, ნენე

  10. dachi

    :) ისე, სახელში ქაჯანასაც გაუმართლა…
    თინიკო, მადლობა შენ, რომ გინახავს და გიფიქრია. რაც მეტი იფოქრებს ასე, ალბათ, მით ნაკლები ბოროტება იქნება ქვეყანაზე…

  11. სალომე ლილუაშვილი

    ერთადერთი ღამე გავატარე ბავშვის გარეშე _ იმ ღამეს ჩემი სუნთქვაც კი მაწუხებდა… როცა ერთად ვწევართ, ვუსმენ მის მშვიდ სუნთქვას და ჩემსას ვაყოლებ, სინქრონულად, ესეც კი მაბედნიერებს…

  12. ია

    დაჩი ძალიან მაგარი ხარ.

  13. ლილე

    ფეისბუქზე ხშირად შემოვდივარ დაჩი თქვენთან და ვათვალიერებ თქვენს სურათებს, განსაკუთრებით ბავშვების სურათები მიყვარს, აი ისე მიყვარს რომ აღარც მახსოვს უკვე მერამდენედ ვათვალიერებ…
    საოცარი ბავშვები არიან, განსაკუთრებით კრავაი, სახელიც ულამაზესი აქვს, სულ მინდა რომ ყველამ ნახოს, ტელეფონშიც კი გადავწერე, რომ სხვებისთვის მენახებინა :)
    ღმერთმა ბედნიერები გაგიზარდოს, ერთიან და ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ…
    პატივისცემით თქვენი ერთგული მკითხველი და მაყურებელი(ნუ ყოფილი…)

  14. ანა

    საოცარი სიტყვებია…სითბოთი და სიყვარულით სავსე…. თქვენ განცდების გადმოცემაში ბადალი არა გყავთ.ღმერთის წყალობით ეს გრძნობა მეც გამოვცადე.სამი ბიჭი მყავს….მთელი დღის ნაომრები ისეთი საყვარლები არიან დაძინებულები:)))გმერთმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ,გაგამრავლოთ….თქვენი სიუჯეტები ძალიან მიყვარდა დროებაში,მაგრამ რას იზამ დრონი მეფობენოოო….და საერთოდ დროება ძალიან მაგარი იყო,ჩვენი დროების საქართველოში ეგეთი ანალიტიკური,შემეცნებითი გადაცემა არც გვქონია და ეხლა მით უმეტეს არა გვაქვს:((მოწყენა აგარ მინდა,ბავშუნიებს ეგ არ შეეფერება….გგულშემატკივრობთ სადაც არ უნდა იყოთ….

დამიტოვეთ კომენტარი