მე ასე ვფიქრობ – არიან ადამიანები და არიან დიდი ადამიანები. ადამიანებმა დიდი ადამიანებისგან უნდა ისაწვლონ, როგორ იცხოვრონ უბრალოდ და შინაარსიანად .
ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი)
1896 – 1974
ქართველი ავიაკონსტრუქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი.
დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის, მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების “Bernard” და “Ferbois” შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა .
1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. მათ ერთად ააწყეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam” უწოდეს. 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company“. 1931 წელს შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც ასევე თბილისში იყო დაბადებული და იმხანად უკვე თავის კორპორაციას “Seversky Aircraft Corporation” მართავდა. ის იყო მისი პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი, ქართველიშვილი კი – ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ააწყეს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ალქესანდრე ქართველი შეერთებული შტატებისთის იმდენად ,მნიშვმნელოვანი ფიგურა იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის პრეზიდენტზე მრავალრიცხოვანი პირადი დაცვა ჰყავდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები, როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ალექსანდრე ქართველი ბოლომდე ქართველად რჩებოდა _ მის კაბინეტში, თვითმფრინავის მოდელებთან ერთად ყველაზე საპატიო ადგილი ვეფხისტყაოსანს ჰქონდა დათმობილი. ყოველ სტუმარს თურმე, სიამაყით აჩვენებდა ხოლმე, ჩემს ქვეყანაში, საქართველოში ეს დიდებული წიგნი ზეპირად იციანო…
დამიმეგობრდით!
მომწერეთ!

ძალიან მომწონს ავიაცია. ამ კაცზე ბქონდა განაგონიც და წანაკითხიც ჟურნალ “არსენალში.” ბომბდამშენ გამანადგურებელი A10 რომელმაც დიდი როლი შეასრულა სადამის არმიის დამარცხებაში მისი შექმნილია. მანვე შექმნა პირველი ატომური ბომბის გადამტანი რეაქტიული გამანადგურებელი.
პატარა ადამიანებს მაგის უნარი, რომ ჰქონდეთ პატარაები არ იქნებოდნე-მე ასე მგონია
ბავშვობიდან ვარ სამხედრო ავიაციით დაინტერესებული ავიაკონსტრუქტორობაზეც ვოცნებოდი ვერ წარმომედგინა რომ ლეგენდარული ამერიკული თვითმფრინავების კონსტრუქტორი ქართველი კაცი იქნებოდა მაგალითისათვის ( A-10 Thunderbolt II) ამერიკული მოიერეშე 2025 წლამდე შეიარაღებაში დარჩება. ამაყი ვარ ამ ადამიანით.
და არიან მცირე ადამიანები(რიცხვით მრავალნი), რომელთაც თავი ყველაზე დიდი გონიათ და დიდი ადამიანები მათ თვალში სასაცილოებად გამოიყურებიან